Belive

10 წლიანი კარიერა დასრულდა - სმოლინგმა მანჩესტერი დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კლუბში გატარებული 10 წლის შემდეგ კრის სმოლინგმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა. ინფორმაციას ინგლისელები ოფიციალურად ადასტურებენ.
"გუნდის ყველა წევრი მადლობას უხდის კრისს გატარებული წლებისთვის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის და უსურვებს მას ყოველივე საუკეთესოს მომავალში,"- წერია მანჩესტერელთა ოფიციალურ განცხადებაში.
30 წლის ცენტრალური მცველი "რომას" უკვე სრულფასოვანი წევრი გახდა. იტალიელებმა სმოლინგის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი რომაულ კლუბში იჯარის წესით გაატარა, ახლა კი იტალიელებმა სმოლინგის გამოსყიდვა გადაწყვიტეს. "იუნაიტედს" ცენტრალური მცველის პოზიციაზე არაერთი ფეხბურთელი დაუგროვდა, ხოლო, როგორც ჩანს, სოლსკიაერის გეგმებში კრისი აღარ შედიოდა.   სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2010 წელს გადავიდა. კრისმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 323 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები