Belive

"100 %-ით მზად ვარ, რომ ნიდერლანდებთან შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო" - გურამ გიორბელიძე მოახლოებული მატჩის წინ საუბრობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველმა, გურამ გიორბელიძემ, რომელიც გუნდს 31 მაისს შეუერთდა, მოახლოებულ დაპირისპირებასა და მიმდინარე შეკრებაზე ისაუბრა. "კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით. ​რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ" - თქვა ავსტრიული "ვოლფსბერგერის" განაპირა მცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში. “ჯვაროსნებმა” 2021 წლის პირველ ამხანაგურ მატჩში, 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტში, მასპინძელ რუმინეთის ნაკრებს – 2:1 აჯობეს. სადებიუტო გოლები იქ გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გაიტანეს. მეორე შეხვედრას ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები