Belive

100 შეხვედრის ჯამში სულშერის შედეგი ფერგიუსონის შედეგზე უკეთესი იქნება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პირველ ნოემბერს პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "არსენალს" უმასპინძლებს, აღნიშნული შეხვედრა "წითელი ეშმაკების" ნორვეგიელი სპეციალისტისთვის რიგით მე-100 იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ოლე გუნარ სულშერის გამარჯვების პროცენტი უკეთესი იქნება, ვიდრე ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონისა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მხოლოდ ორ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ექნება სულშერზე უკეთესი შედეგი 100 შეხვედრის შემდეგ. მას შემდეგ, რაც ნორვეგიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მას კრიტიკა არ დაჰკლებია, თუმცა მისი გამარჯვების პროცენტი საკმაოდ შთამბეჭდავია - მან 99 შეხვედრიდან 55 მოიგო, 21 ფრედ დაასრულა და 23 შემთხვევაში დამარცხდა. "გაკვირვებული ვარ, რომ უკვე მე-100 შეხვედრაა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თუმცა ბევრი რამ გამოვიარეთ",- აცხადებს სულშერი. სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, მან ინგლისის ჩემპიონატი 13-ჯერ მოიგო, თუმცა მისი გამარჯვების პროცენტი პირველ 100 შეხვედრაში სულშერისას ჩამორჩება, შოტლანდიელმა სპეციალისტმა პირველი 100 შეხვედრიდან 48 მოიგო, 31 ფრედ დაასრულა და 21 შემთხვევაში დამარცხდა. შოტლანდიელი მე-7 ადგილს იკავებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელებეს შორის პირველი 100 შეხვედრის შედეგების მიხედვით. მე-2 ადგილზე პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიოა, მან "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პირველი 100 შეხვედრიდან 62 მოიგო, 21 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 15 შემთხვევაში დამარცხდა. გთავაზობთ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელების რეიტინგს პირველი 100 შეხვედრის შედეგის მიხედვით:   7. ალექს ფერგიუსონი - 48% გამარჯვება: 48 ფრე: 31 მარცხი: 21 6. რონ ატკინსონი - 51% გამარჯვება: 51 ფრე: 28 მარცხი: 21 5. სერ მეთ ბაზბი - 52% გამარჯვება: 52 ფრე: 27 მარცხი: 21 4. ლუის ვან გაალი - 52% გამარჯვება: 52 ფრე: 25 მარცხი: 23 3. ოლე გუნარ სულშერი - 56% შეხვედრა - 99 გამარჯვება: 55 ფრე: 21 მარცხი: 23 2. ჟოზე მოურინიო - 62% გამარჯვება: 62 ფრე: 23 მარცხი: 15 1. ერნესტ მანგნალი - 64% გამარჯვება: 64 ფრე: 23 მარცხი: 13

სხვა სტატიები