Belive

პეტერ ჩეხმა ჩელსის U23 წლამდელთა გუნდში ითამაშა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ჩეხმა გოლკიპერმა, პეტერ ჩეხმა, ლონდონის "ჩელსის" მაისური კიდევ ერთხელ მოირგო და 565 დღის შემდეგ, პირველი საფეხბურთო მატჩი ჩაატარა. ეს ფაქტი, პრემიერ ლიგა 2-ში მოხდა, სადაც "ჩელსის" U23 შემადგენლობა თანაქალაქელ "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ 38 წლის ჩეხმა 2 გოლი საწყის 17 წუთში გაუშვა, თუმცა, მისმა თანაგუნდელებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს, 3 ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

გთავაზობთ ჩეხის მომენტებს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ

სხვა სტატიები