Belive

ჰოლანდი ჩელსის უმთავრესი სამიზნეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდმა "ბორუსიაში" ჩატარებული გასული სეზონის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელის "ტიტული" მიიღო. შესაბამისად, ბოლო პერიოდში, ნორვეგიელის შეძენის ინტერესი ბევრ გრანდს გაუჩნდა. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, 20 წლის ტალანტის გადაბირებას 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსი" შეეცდება. წყაროს ცნობით, ჰოლანდი ინგლისელთა თავკაცის, ლამპარდის სიაში პირველ ადგილს იკავებს. აქამდე ესპანური გაზეთი, Mundo Deportivo, წერდა, რომ მსურველებს ერლინგის ხელში ჩაგდება 75 მილიონ ევროდ შეეძლებათ. "ლურჯების" გარდა, ფეხბურთელისთვის იბრძვიან: "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა". ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა შემტევი 21 წლამდელ მოთამაშეთა შორის საუკეთესოდ დასახელდა.

ჰოლანდს 20 წლის ასაკში ასევე სხვა საოცარი მიღწევები აქვს:

  • 29 გოლი 27 მატჩში – ზალცბურგში
  • 31 გოლი 30 მატჩში – დორტმუნდში
  • 17 გოლი 13 მატჩში ამ სეზონში
  • 16 გოლი ჩემპიონთა ლიგის 12 მატჩში
  • ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 16 გოლის გატანა მოახერხა
  • 6 გოლი ერთა ლიგის 4 მატჩში
 

სხვა სტატიები