Belive

პრევიუ: ლივერპული - ევერტონი

3 წლის წინ ფეხბურთი
12 წთ
დრო: 20 თებერვალი, შაბათი, 21:30 საათი სტადიონი: „ენფილდი“ (ლივერპული) მსაჯი: კრის კავანა (ინგლისელი, 35 წლის) პრემიერლიგა: 25-ე ტური

სატურნირო მდგომარეობა

წინა სეზონებში ან მიმდინარე სეზონის დასაწყისში, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა მოახლოებული მერსისაიდული დერბი სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტების დაპირისპირებით შედგება. ის, რომ „ევერტონი“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, უფრო რეალური გახლდათ, ვიდრე ის, რომ „ლივერპულის“ მთავარი მიზანი 24 ტურის შემდეგ, ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა. იურგენ კლოპის გუნდს 11 მოგებისა და 7 ფრის დამსახურებით, 40 ქულა აქვს დაგროვებული და მეექვსე პოზიციას იკავებს, ხოლო კარლო ანჩელოტის შეგირდებს 3 ქულით და შესაბამისად, 1 პოზიციით ნაკლები აქვს. „ლივერპულმა“ მიმდინარე გათამაშებაში 45 გოლის გატანა მოახერხა, რაც ორი მანჩესტერული გრანდის შემდეგ მესამე შედეგია, საკუთარ კარში კი მათ 32 მიიღეს, რაზე მეტიც მხოლოდ ცხრილის მეორე ათეულში მყოფ 6 გუნდს და მის მომდევნო მეტოქეს (33) აქვს. რაც შეეხება „ევერტონს“, მათ მეტოქეთა კარი 2020/21 წლების სეზონში, მეტოქეთა კარი 35-ჯერ აიღეს.
liverpool vs everton-ის სურათის შედეგი

სათამაშო ფორმა

„ლივერპული“ 2021 წლის დადგომიდან საკუთარ თავს აღარ ჰგავს. იურგენ კლოპის გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 5 წააგო და მხოლოდ 3 მოიგო. ბოლო მატჩი "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ლაიფციგთან" სტუმრად ჩაატარა და გერმანელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე დროს, ვერც „ევერტონი“ ბრწყინავს, რომელმაც ბოლოს ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და უკანასკნელი 7-დან ძირითად დროში მხოლოდ ერთი მოიგო (გამარჯვება პენალტების სერიაში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ასოციაციის თასზე). ბოლო შეხვედრაში "ევერტონი" პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერს, "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და საშინაო არენაზე - 1:3 დამარცხდა. „ლივერპულის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: /წ/წ/წ/ ევერტონის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: წ/წ/მ// „ლივერპულის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: მოჰამედ სალაჰი (24 გოლი, 2 საგოლე გადაცემა). ევერტონის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: დომინიკ კალვერტ-ლუინი (18 გოლი, 4 საგოლე გადაცემა).

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 288-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 121 შეხვედრა „ლივერპულმა“ მოიგო, 85 ფრედ დასრულდა, 82-ჯერ კი გამარჯვებას „ევერტონმა“ მიაღწია. „ლივერპულს“ „ევერტონთან“ 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც კლუბის დაარსების დღიდან, 1892 წლიდან ერთი კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგია. ბოლოს, „კანფეტებმა“ პრინციპულ მეტოქეს 2010 წლის 17 ოქტომბერს მოუგეს (2:0). „ლივერპულმა“ „ევერტონს“ ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან 7 მოუგო, უკანასკნელი 7-დან კი 6. „ლივერპულმა“ „ევერტონთან“ ჩატარებულ ბოლო 9 საშინაო შეხვედრაში პირველი გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში, გუნდები ერთმანეთს ერთხელ, „გუდისონ პარკზე“ დაუპირისპირდნენ - 17 ოქტომბერს გამართული მატჩი - 2:2 დასრულდა. გუნდების ბოლო ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. გუნდების ბოლო 8 დაპირისპირებიდან 5-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა. „ენფილდზე“ გამართული ბოლო 8 დაპირისპირებიდან 5-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო. „ლივერპულმა“ „ევერტონს“ საშინაო კედლებში ჩატარებული ბოლო 20 მატჩიდან 18-ში გოლი გაუტანა. „ევერტონმა“ „ლივერპული“ სტუმრად ბოლო 1999 წლის 27 სექტემბერს - 1:0 დაამარცხა. ამ ორი გუნდის დაპირისპირებებში, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი წითელი ბარათია ნაჩვენები (22), აქედან 15 „ევერტონის“ ფეხბურთელებმა მიიღეს, რაც თავის მხრივ, სარეკორდო მაჩვენებელია.
liverpool vs everton 2-2-ის სურათის შედეგი

ფაქტები მატჩის შესახებ

  • “ლივერპული“ ბოლო პერიოდში, სასურველ ფორმაში ვეღარ არის და 4-წლიანი პაუზის შემდეგ, საშინაო კედლებში, პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში მარცხიც განიცადა. არათუ მარცხი, გუნდმა „ენფილდზე“ ბოლო ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო, მიჯრით ხუთიდან ვერცერთის მოგება შეძლო, უკანასკნელი 9-დან კი 4-ში წააგო.
  • „ლივერპულმა“ საშინაო კედლებში ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთში მოახერხა.
  • „ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ერთში მოახერხა.
  • „ლივერპულის“ მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან 5-ში, სულ მცირე 4 გოლი გავიდა.
  • „წითლებმა“, საშინაო კედლებში, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლი გაუშვეს.
  • „ლივერპულის“ მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, იგივე მაჩვენებელი აქვს გუნდს უკანასკნელ ოთხ საშინაო დაპირისპირებაში.
  • „ლივერპულის“ მიერ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო შვიდ შეხვედრაში 3-ზე მეტი ბარათი არ ყოფილა.
  • თითქმის ორი ათწლეულია, რაც „ლივერპულს“ პრემიერლიგაში ზედიზედ 4 შეხვედრა არ წაუგია, თუმცა „ევერტონთან“ წაგების შემთხვევაში, კლოპის გუნდი ამ შედეგს გაიმეორებს.
  • პრემიერლიგის ყველა იმ საშინაო შეხვედრაში, რომელიც „ლივერპულმა“ ამ სეზონში გამარჯვებით დაასრულა, სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • ევერეტონმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან 10-ში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.
  • ევერტონის“ მიერ, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10-დან 7 შეხვედრაში, მინიმუმ 3 გოლი გავიდა.
  • „კანფეტები“ ბოლო პერიოდში მეტოქის მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში უფრო უკეთ გამოიყურებიან, ვიდრე შინ. ამ კომპონენტში გუნდს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან 5 შეხვედრა კი მოიგო.
  • ევერტონის“ მიერ, სტუმრად ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა, მეტოქის კარის აღება კი ორივე მეტოქემ შეძლო.
  • ევერტონმა“ მეტოქეებს სტუმრად ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 5-ში სულ მცირე 2 გოლი გაუტანა.
  • ევერტონის“ მიერ, პრემიერლიგის ამ სეზონში გამართული შეხვედრების 43%-ში გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს „ლივერპულს“ თავისი შეხვედრების 42%-ში.
  • ევერტონმა“ პრემიერლიგის ბოლო ოთხ მატჩში თამაშის პირველი გოლი გაუშვა, ასეთივე მაჩვენებელი აქვს „ლივერპულის“ ბოლო სამ შეხვედრაში.
  • ევერტონმა“ ამ სეზონში, პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების 55%-ში გოლების უდიდესი ნაწილი მეორე ნახევარში გაიტანა.
  • უშუალოდ პრემიერლიგაში, „ევერტონმა“ ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • „ლივერპულს“ ამ სეზონში, საშინაო კედლებში 7 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი აქვს, „ევერტონმა“ კი სტუმრად 7 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ორჯერ კი დამარცხდა.

დანაკლისი

ლივერპული“ - ვერ ითამაშებენ: ჟოელ მატიპი, ნაბი კეიტა, ვირჯილ ვან დაიკი, დიოგო ჟოტა, ჯო გომესი, ჯეიმს მილნერი. შესაძლოა ვერ ითამაშოს: ფაბინიო. „ევერტონი“ - ვერ ითამაშებენ: ჟან-ფილიპ გბამინი, იერი მინა. შესაძლოა ვერ ითამაშონ: ალანი, დომენიკ კალვერტ-ლუინი, ფაბიან დელფი.

სავარაუდო შემადგენლობა

ლივერპული“: ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ქაბაქი, ჰენდერსონი, რობერტსონი - ალკანტარა, ვაინალდუმი, ჯონსი - სალაჰი, მანე, ფირმინო (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანელი). „ევერტონი“: პიკფორდი - ჰოლგეითი, გოგფრი, კინი, დინი - დუკურე, ალანი, დევისი - როდრიგესი, კალვერტ-ლუინი, რიშარლისონი (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (იტალიელი, 61 წლის).
liverpool vs everton 2-2 van dijk-ის სურათის შედეგი

მსაჯი

ლივერპულურ დერბის 35 წლის ინგლისელი მსაჯი კრის კავანა მოემსახურება, რომელმაც მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრას უხელმძღვანელა და აქედან 18-ში სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა. აქამდე, კავანამ „ლივერპულის“ 8 შეხვედრაზე იმუშავა, საიდანაც გუნდმა 7 მოიგო და ერთში დამარცხდა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება „ევერტონსკავანა მათ ათ მატჩს უძღვებოდა, საიდანაც „კანფეტებმა“ გამარჯვებით 4 დაასრულეს, ერთში ფრე ითამაშეს და 5-ში დამარცხდნენ. „ევერტონის“ წარმომადგენლებმა ლანქეშირში დაბადებული რეფერისგან 11 გაფრთხილება და 1 წითელი ბარათი დაიმსახურეს. საინტერესოა, რომ კავანა ერთ ლივერპულურ დერბის უკვე ხელმძღვანელობდა, რომელიც 2018 წლის 12 თებერვალს შედგა და რომელშიც კლოპის გუნდმა დივოკ ორიჯის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით (1:0) იმარჯვეს. იმ შეხვედრაში „ლივერპულელის“ სამმა (შერდან შაჩირი, ფაბინიო და ჯო გომესი), ხოლო „ევერტონის“ ორმა (გილფი სიგურდსონი, ანდრე გომეში) ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღეს.
chris kavanagh-ის სურათის შედეგი

მატჩისწინა კომენტარები

იურგენ კლოპი - „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი: „ევერტონთან“ მატჩიდან 2 თუ 3 კვირის შემდეგ, ვირჯილის დიაგნოზის სიმძიმე შევიტყვეთ. მაშინ „ევერტონს“ გაუმართლა, რომ მეორედ არ ვეთამაშეთ... ნება მიბოძეთ, ასე ვთქვა. დღეს ამაზე აღარ ვფიქრობთ, მაგრამ ეს მაინც დერბია და მოტივაციისთვის საკმარისია.
jurgen klopp press conference-ის სურათის შედეგი
  კარლო ანჩელოტი - „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი: „მათთვის ნამდვილად ძალიან მძიმეა ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში, რადგან „ენფილდი“ მეტოქე გუნდებისთვის სათამაშოდ ერთ-ერთი ყველაზე რთული სტადიონი იყო. ასეთი რამ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენც და სხვა გუნდებსაც შეგვემთხვა. ყველა დერბიში, რომელსაც „ლივერპულის“ წინააღმდეგ ვატარებთ, გამარჯვება გვწყურია. დიდი ხანია, რაც „ევერტონს“ „ლივერპული“ არ დაუმარცხებია. ხვალ, ამისთვის შესაძლოა, შესაფერისი დრო აღმოჩნდეს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რის გაკეთებას მოვახერხებთ მოედანზე“.
carlo ancelotti press conference-ის სურათის შედეგი

პროგნოზი

„ლივერპულმა“ შუა კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. გარდა იმისა, რომ ამით იურგენ კლოპის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, ეს მათთვის ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი მომენტი შესაძლოა აღმოჩნდეს. გუნდი ნელ-ნელა გამარჯვების გზებზე ბრუნდება, ზედიზედ სამი საშინაო მარცხის შემდეგ კი, „ლივერპულს“ 20 წლით უკან დაბრუნება ნამდვილად არ ენდომება, ხოლო ასეთ მომენტში დერბის მოგება საუკეთესო გამოსავალი იქნება. ახლა „ლივერპულს“ გამარჯვება ისე სჭირდება, როგორც არასდროს, ბოლო 4 სეზონის განმავლობაში პირველად ხდება, რომ 24 ტურის შემდეგ, „წითლები“ ოთხეულში არ არიან. პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არეული და გიჟური სეზონის პირობებში კი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნება მარტივი ამოცანა ნამდვილად არ იქნება. სტატისტიკაც „ლივერპულის“ სასარგებლოდ მეტყველებს - მესამე ათწლეული მიმდინარეობს, რაც „ევერტონსენფილდზე არ მოუგია, ბოლო დეკადაში კი საერთოდ არ უმარჯვია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 20 თებერვალს გასამართ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებმა უნდა მოიპოვონ, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მიერ ნაჩვენები შედეგები მეტყველებს, რომ მათ კარის მშრალად შენახვა ძალიან უჭირთ, შესაბამისად, გოლის გატანა სტუმრებმაც უნდა მოახერხონ. მატჩს „ლივერპული“ მოიგებს - 1.50 გოლს ორივე გუნდი გაიტანს - 1.75 სავარაუდო ანგარიში 2:1 - 7.60

სხვა სტატიები