Belive

109 გოლი | რომელ გუნდებთან გაჰქონდა გოლი რონალდუს?

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 16 უძლიერესი ნაკრები, რომლებიც ასპარეზობას 1/8-ფინალური ეტაპიდან განაგრძობს. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ჩემპიონატი კრიშტიანუ რონალდუსათვის მნიშვნელოვანი სარეკორდო მაჩვენებლის დაფიქსირების ერთგვარი საშუალება იქნებოდა და ასეც მოხდა - ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და საერთო ჯამში, 14 გოლით, ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. პარალელურად, კრიშტიანუსთვის საფრანგეთთან გატანილი მეორე გოლი მის სანაკრებო კარიერაში 109-ე აღმოჩნდა და ერთადერთი გოლი აშორებს, რომ სანაკრებო დონეზე ყველაზე მეტი გოლი დააფიქსიროს.

ვის და რამდენი გაუტანა კრიშტიანუმ პორტუგალიელთა მაისურით?


60d475ca32e1c

ლიეტუვა - 7  შვედეთი - 7  ანდორა - 6  უნგრეთი - 6  ლუქსემბურგი - 6  სომხეთი - 5  ლატვია - 5  ესტონეთი - 4  ფარერები - 4  ნიდერლანდები - 4  ბელგია - 3  დანია - 3  ჩრდილოეთ ირლანდია - 3  რუსეთი - 3  ესპანეთი - 3  შვეიცარია - 3  აზერბაიჯანი - 2  ბოსნია - 2  კამერუნი - 2  კვიპროსი - 2  ჩეხეთი - 2  ეგვიპტე - 2  საფრანგეთი - 2  ყაზახეთი - 2  საუდის არაბეთი - 2  არგენტინა - 1  ხორვატია - 1  ეკვადორი - 1  ფინეთი - 1  გერმანია - 1  განა - 1 საბერძნეთი - 1  ისლანდია - 1  ირანი - 1  ისრაელი 1 მაროკო - 1  ახალი ზელანდია - 1  ჩრდილოეთ კორეა - 1  პანამა - 1  პოლონეთი - 1  სერბეთი - 1  სლოვაკეთი - 1  უკრაინა - 1  უელსი - 1

ამრიგად, როგორც ხედავთ პორტუგალიელ ფეხბურთელს 44 ქვეყნის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სია ჯერ კიდევ გრძელდება.

სხვა სტატიები