Belive

11 გამარჯვება - გვარდიოლა 21-ე საუკუნეში საუკეთესოა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეპ გვარდიოლამ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალს" ორივე შეხვედრა (2:1, 2:1) მოუგო, ესპანელი სპეციალისტი 21-ე საუკუნეში "სამეფო კლუბის" ყველაზე მეტჯერ დამმარცხებელი გახდა. ტიკი-ტაკას შემოქმედმა მიმდინარე საუკუნეში "ბლანკოსების" ძლევა 11-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე თანაბარი - 9-9 მოგებით დიეგო სიმეონე და ერნესტო ვალვერდე იმყოფებიან. პეპის გუნდი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში ლიონის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდება. მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები