Belive

11 რეკორდი რომელიც მესიმ მიმდინარე სეზონში დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეო მესიმ მორიგი საოცარი სეზონი ჩაატარა. არფენტინელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის სეზონი 25 გოლითა და ასისტით დაასრულა. ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ჯერ კიდევ წინაა. ამის მიუხედავად, ლეომ მაინც მოასწრო არაერთი რეკორდის დამყარება.
    1. მესიმ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა და პიჩიჩის ჯილდო მეშვიდედ მოიგო.
    2. გარდა საკუთარი გოლებისა, მესიმ თანაგუნდელებსაც არაერთხელ გაატანინა - მან 22 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ლა ლიგაში სარეკორდოა.
    3. მესი პირველი ფეხბურთელია ლა ლიგაში, რომელმაც სეზონი 20-ზე მეტი გოლითა და ასისტით დაასრულა.
    4. მესი თვის საუკეთესო ფეხბურთელად შვიდჯერ დასახელდა - მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოთამაშე ისტორიაში
    5. ლეომ მოახერხა და ზედიზედ მე-12 სეზონი დაასრულა 20-ზე გოლით
    6. მესის 2019/20 წლების სეზონში კარიერის მანძილზე 1000 გატანილ გოლში მონაწილეობა (გოლი+ასისტი) დაუგროვდა. ფეხბურთის ისტორიაში სხვას ეს არავის გაუკეთებია.
    7. მესის სეზონში 500 მოგება დაუგროვდა კარიერაში, რაც ესპანურ ფეხბურთში საუკეთესო შედეგია.
    8. ლა ლიგაში ჰეთ-თრიქების რეკორდი რონალდუს ეკუთვნოდა - 34, თუმცა მესიმ ეს შედეგიც გააუმჯობესა - 36.
    9.  ბარსელონას არც ერთ ფეხბურთს არ მიუღია მესიზე მეტ კლასიკოში მონაწილეობა - არგენტინელს "რეალთან" კარიერაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული.
    10. ლეომ ოქტომბერში ჩემპიონთა ლიგაზე "სლავიას" გაუტანა და გახდა პირველი ფეცბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში მოახერხა თავის გამოჩენა.
    11. მესის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი, 34 გუნდის წინააღმდეგ აქვს გოლი გატანილი.
 

სხვა სტატიები