Belive

11 საფეხბურთო რეკორდი, რომლებსაც ვერავინ მოხსნის

4 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

მსოფლიო ფეხბურთში არაერთი რეკორდი მყარდება. ბოლო წლების მანძილზე, ძირითადად ახალ რეკორდებს რონალდუ და მესი ამყარებენ, თუმცა დღევადენლ სტატიაში შემოგთავაზებთ სხვა ფეხბურთელების რეკორდებსაც, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა.

11. ყველაზე შორი დისტანციიდან გატანილი გოლი - ასმირ ბეგოვიჩი

2014 წელს, როდესაც ბეგოვიჩი "სტოკ სიტიში" ასპარეზობდა, მოახდინა სასწაული და მეტოქეს გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაუტანა. დისტანცია ბეგოვიჩიდან მეტოქის კარამდე 91.9 მეტრი იყო.

10. ყველაზე შორი მანძილიდან თავით გატანილი გოლი - იონე სამუელსენი

2011 წელს ნორვეგიელმა ფეხბურთელმა 58 მეტრიდან შეძლო თავით გოლის გატანა.

9. ყველაზე მეტი წითელი ბარათი ერთ მატჩში

2011 წელს, არგენტინის ჩემპიონატში, "ქლეიპოლისა" და "ვიქტორიანოს" მატჩში, მსაჯმა დამიან რუბიომ 36-ჯერ ამოიღო წითელი ბარათი.

8. ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი - 73 წლის ისააკ ჰააკი

2019 წლის 5 აპრილს, ისააკი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

7. ყველაზე მეტი გოლი ერთ კალენდარულ წელიწადში - ლიონელ მესი

ეს რეკორდი ყველასთვის კარგად ცნობილია. მესიმ 2012 წელს 91 გოლის გატანა მოახერხა.

6. ყველაზე გრძელი პენალტების სერია

2005 წელს, ნამიბიის თასზე "ქეი ქეი პალასი" და "ქივიქსი" შეხვდნენ. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი გუნდებს 48 თერთმეტმეტრიანის შესრულება დასჭირდათ. საბოლოო ჯამში "ქეი ქეი პალასმა"  მეტოქე 17:16 დაამარცხა. 48 პენალტიდან, გუნდებმა 15 გააცუდეს.

5. ყველაზე სწრაფი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე - ჰაქან შუქური

ჰაქან შუქურმა, სამხრეთ კორეას, გოლი მე-11 წამზე გაუტანა.

4. ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი - ტომი როსი

ტომი როსიმ 1964 წელს, "როს ქაუნთის" შემადგენლობაში, "ნაირნ ქაუნთის" წინააღმდეგ 90 წამში შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება.

3. მეკარის მიერ, ყველაზე მეტი გატანილი გოლი - როჯერიო კენი

1997 წლიდან, 2015 წლის ჩათვლით, როჯეირომ, სან-პაულუს შემადგენლობაში 131 გოლი გაიტანა.

2. ყველაზე მეტი მოგერიებული ბურთი, მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში.

ეს რეკორდი ტიმ ჰოვარდს ეკუთვნის. ამერიკელმა ბელგიის წინააღმდეგ 16 "სეივი" შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამერიკამ მატჩი 1:2 წააგო.

1. ცვლილებაზე გამოსვლიდან, ყველაზე სწრაფად გატანილი გოლი პრემიერ ლიგაში

ეს რეკორდი კი ნიკოლას ბენტდნერს ეკუთვნის. ნიკოლასმა 2007 წელს  "ტოტენჰემს" 1.8 წამში გაუტანა გოლი.

სხვა სტატიები