Belive

11 საუკეთესო გოლეადორი მცველი 

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა, ლა ლიგის მე-11 ტურში, "ლეგანესთან" (5:0) მოგებულ შეხვედრაში, კარიერის 110-ე გოლი გაიტანა. ესპანელი ცენტრალური მცველისგან მეტოქის კარის დალაშქვრას ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე მიეჩვია. "სამეფო კლუბისა" თუ "ფური როხას" მაისურით 33 წლის ფეხბურთელს არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე. რამოსი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირშიც კი მოხვდა. თუმცა, სერხიო რამოსი ერთადერთი მცველი არაა ფეხბურთის ისტორიაში, ვინც უხვგოლიანობით გამოირჩევა. ამ სტატიაში 11 გოლეადორ მცველზე მოგახსენებთ.

11. სინიშა მიხაილოვიჩი - 105 გოლი

ვეტერანმა სერბმა ფეხბურთელმა იუგუსლავიის ნაკრების მაისურით 10-ჯერ გაიტანა, სერია A-ში კი კარიერაში 61 გოლი დააგროვა, თანაც განსხვავებული გუნდების მაისურით - "რომას", "ლაციოს", "ინტერის" და "სამპდორიას". მიხაილოვიჩი გამორჩეული იყო აუღებელი დარტყმების შესრულებითაც და იტალიის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში, ანდრეა პირლოსთან ერთად საჯარიმო დარტყმების რეკორდიც ეკუთვნის.
Image result for sinisa mihajlovic player"

10. ფრანც ბეკენბაუერი - 109

დასავლეთ გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა კაპიტანმა 19-წლიანი კარიერის განმავლობაში, საფეხბურთო ინტელექტისა და მომენტების შექმნის უნარის წყალობით 109 გოლი გაიტანა. ბეკენბაუერმა კარიერის უმეტესი ნაწილი მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა და 439 შეხვედრაში 64 გოლის გატანა მოახერხა.
No description available.

9. სერხიო რამოსი - 109

ადამიანი, რომელიც ამ სიაში ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია. მას წინამორბედების გადასწრების კარგი შანსიც აქვს. ლა ლიგაში, რამოსის ანგარიშზე 50 გოლია, ჩემპიონთა ლიგაში 12, სხვა საკლუბო ტურნირებზე კი 27. ამ სეზონში საკლუბო და სანაკრებო დონეზე, რამოსის ანგარიშზე 7 გოლია, მას მერე, რაც კრიშტიანუ რონალდუსგან მადრიდის "რეალში" სტანდარტული სიტუაციების მთავარი შემსრულებლის სტატუსი გადაიბარა.
Image result for sergio ramos"

8. რობერტო კარლოსი - 113 

გარდა იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმების გენიალურ შემსრულებლად მიიჩნევა, თავის პოზიციაზე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაა აღიარებული. მადრიდის "რეალის" ყოფილმა მარცხენა მცველმა 2000-იანი წლებში, "გალაქტიკოსა" და ბრაზილიის ნაკრების მაისურით ჯამში 113 გოლი გაიტანა.
No description available.

7.  პოლ ბრაიტნერი - 113

1970-იანი წლების მიუნხენის "ბაიერნის" წარმატებაში ფრანც ბეკენბაუერთან ერთად ერთ-ერთ საკვანძო როლს გერმანელი მცველი ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მეორე ნახევარში ბრაიტნერმა ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლა, გოლების უმეტესი ნაწილი სწორედ უკანა ხაზში თამაშისას გაიტანა. გარდა კლუბისა, ბრაიტნერი გამორჩეული იყო სანაკრებო გოლებითაც. ის ისტორიაში იმ ოთხ ფეხბურთელს შორისაა, რომლებმაც მსოფლიო თასის ორ ფინალში გაიტანეს.
Image result for paul breitner"

6. სტივ ბრიუსი - 113

"ნიუკასლის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში "გილინგემის", "ნორვიჩის", "ბირმინგემის" და "შეფილდ იუნაიტედის" მაისურით თამაშობდა, თუმცა ყველაზე მეტი გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობიდან აქვს გატანილი, სადაც 9 წელიწადი გაატარა. კარიერის საუკეთესო სეზონი ინგლისელს 1990/91 წლებში ჰქონდა, როცა ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, ყველა ტურნირზე 19 გოლი გაიტანა.
Image result for steve bruce man utd"

5. გრეჰემ ალექსანდერი - 130 

შოტლანდიელ ცენტრალურ მცველს ინგლისის პრემიერლიგაში სხვადასხვა გუნდების, მათ შორის "პრესტონის", 'ბარნლის", "ლუტონის" მაისურით გაუტანია. მთლიანი კარიერა მან ბრიტანეთში გაატარა და გოლების უმეტესობა საჯარიმო დარტყმებისა და პენალტების მეშვეობით გაჰქონდა, თუმცა მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევაც არაერთხელ დაუგვირგვინებია. მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაკრებში ფეხბურთელმა 40 შეხვედრა ჩაატარა, გოლის გატანა ვერ მოახერხა.
Image result for graham alexander"

4. ლორან ბლანი - 153

საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ-ს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარიერა "მონპელიეში", შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შემდეგ დაცვაში განამწესეს, საიდანაც 80 გოლის გატანა მოახერხა, უმეტესად კი სტანდარტული სიტუაციებიდან. ბლანმა შეძლო ეროვნულ ნაკრებში 16 გოლის გატანა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი 1998 წლის მსოფლიო თასის მერვედფინალში, პარაგვაისთან შეგდებული გამარჯვების ბურთი იყო.
Image result for laurent blanc france vs paraguay"

3. ფერნანდო იერო - 163 გოლი 

ადამიანი, რომელსაც სერხიო რამოსს ყველაზე ხშირად ადარებენ. მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა 163 გოლი გაიტანა. "სამეფო კლუბის" ყველა მეტოქისთვის თავიანთ საჯარიმოში იეროს მოხვედრა სახიფათო იყო. ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულს პრემიერლიგაშიც გაუტანია - მან კარიერა "ბოლტონში" დაასრულა, სადაც 31 შეხვედრაში ერთხელ გაიტანა.
Image result for fernando hierro"

2. დანიელ პასარელა - 175 გოლი 

არგენტინელი გოლეადორი აღიარებულია, როგორც სამხრეთ ამერიკის ყველა დროის საუკეთესო ცენტრალური მცველი. ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით, პასარელა მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს ჩამორჩება, როგორებიც ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, სერხიო აგუერო, ერნან კრესპო, დიეგო მარადონა, გონსალო იგუაინი და ლუის არტიმე არინ და მერვე ადგილზე იმყოფება. პასარეალამ არგენტინის ნაკრების მუნდიალზე ორივე ტრიუმფისას უკაპიტნა - 1978 და 1986 წლებში.
Image result for daniel pasarela"

1. რონალდ კუმანი - 253 

ყველა დროის ყველაზე მეტი გოლის გამტანი ცენტრალური მცველი. ჰოლანდიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ამ წოდებას სავარაუდოდ მრვალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. "პსვ ეინდჰოვენში" თამაშისას, კუმანმა მხოლოდ ერთ სეზონში 26 გოლი გაიტანა. "ბარსელონაში" მას ორი გამორჩეული სეზონი ჰქონდა, როცა 19-19 ბურთის შეგდება მოახერხა. რა თქმა უნდა, კუმანი საჯარიმო დარტყმების შესანიშნავი შემსრულებელი იყო, თუმცა 253 გოლი მხოლოდ ამის მეშვეობით არ გაუტანია, ის სრულფასოვნად იყენებდა სხეულის ყველა ნაწილს და მეტოქის კარის აღებას ორივე ფეხითა თუ თავითაც იდეალურად ახერხებდა. კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან გოლად 1992 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი საჯარიმო დარტყმა მიიჩნევა, როცა კუმანმა "ბარსელონას" მაისურით "სამპდორიას" კარი დალაშქრა და "ბლაუგრანას" ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანა.
Image result for ronald koeman"

სხვა სტატიები