Belive

11 წლის ბიჭის ისტორია, რომელმაც მესისთან ერთად სანაპიროზე ითამაშა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაკენზი ონილი 11 წლის ლონდონელი ბიჭია, რომელსაც დაუჯერებელი ისტორია გადახდა. მაკენზი კარიბის სანაპიროზე ისვენებდა, როდესაც უეცრად მას ბურთი დაუგორეს და თამაში შესთავაზეს. აღმოჩნდა, რომ მაკენზი ონილთან ერთად ლიონელ მესის ოჯახი ისვენებდა. ბურთი კი 11 წლის ბიჭს ლეოს მამამ გადაუგდო. მაკენზი ონილმა მესის შვილებთან და მესისთან ერთად ითამაშა.
"ბურთი მესის მამამ, ხორხემ გადმომიდგო და თამაში შემომთავაზა. მათთან 45 წუთი ვთამაშობდი. მესის შვილი, ტიაგო ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს. მათთან დროის გატარება გასაოცარი იყო. ლეოს ცოლი მითარგმნიდა საუბარს. როდესაც თამაში დავასრულეთ, მესიმ და მისმა ცოლმა თბილად გამიღიმეს და დამემშვიდობნენ. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება" - აღნიშნა 11 წლის მაკენზი ონილმა.
ლიონელ მესი რთული სეზონის შემდეგ ისვენებს და სულ მალე "ბარსელონას" შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.  

სხვა სტატიები