Belive

სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია ა-ს დასრულებამდე ორი თვით ადრე, იტალიური გამოცემა Football Italia იმ რჩეული ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომლებსაც საკუთარ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურებათ და, შესაძლოა, თავისუფალი აგენტები გახდნენ.

სიაში იტალიის ჩემპიონატის ტოპ 7 გუნდიდან არაერთი ცნობილი მოთამაშეა, მათ შორის - ჯანლუიჯი დონარუმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ (მილანი), ალექსანდრ კოლაროვი, ეშლი იანგი (ინტერი), ჯორჯო კიელინი, ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ჰენრიკ მხითარიანი, ბრუნო პერესი (რომა), ელსეიდ ჰიუსაი და ნიკოლა მაქსიმოვიჩი (ნაპოლი).

უკვე ცნობილია, რომ ,,მილანი'' იბრაჰიმოვიჩთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა, ამ მხრივ, ჩალჰანოღლუსთან და დონარუმასთან საქმე უფრო რთულადაა.

რაც შეეხება ,,იუვენტუსის'' ვეტერანებს - ჯორჯო კიელინისა და ჯიჯი ბუფონს, ორივე ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ზაფხულში კარიერას დაასრულებს.

,,ინტერს'' ალექსანდრ კოლაროვთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლია, ეშლი იანგი კი, იტალიური პრესის ცნობით, გუნდს დატოვებს.

სერია ა-ს ტოპ 7 გუნდის ფეხბურთელები, რომლებსაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურებათ:

ატალანტა: მარკო სპორტიელო, ფრანჩესკო როსი.

ინტერი: დანილო დ'ამბროზიო, ალექსანდრ კოლაროვი, ეშლი იანგი, ანდრეა რანოკია, დანიელე პადელი.

იუვენტუსი: რადუ დრაგუშინი, ჯორჯო კიელინი, ჯანლუიჯი ბუფონი, კარლო პინსოლიო.

ლაციო: მატეო მუსაკიო, სტეფან რადუ, მარკო პაროლო, სენად ლულიჩი, ჯოზეფ მინალა, მარკო ალია.

მილანი: ჯანლუიჯი დონარუმა, ანტონიო დონარუმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ.

ნაპოლი: ელსედ ჰიუსაი, ნიკოლა მაქსიმოვიჩი.

რომა: ჰენრიხ მხითარიანი, ჟუან ჟესუსი, ბრუნო პერესი, ანტონიო მირანტე, სიმონე ფარელი.

სხვა სტატიები