Belive

პიანიჩი: ,,ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, განაცხადა, რომ მისი მიზანი ,,ბლაუგრანასთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა:
,,ბარსელონასთან კონტრაქტი იმიტომ არ გამიფორმებია, რომ გუნდიდან მომავალ წელს წავსულიყავი. ხელშეკრულება იმიტომ გავაფორმე, რომ ამ გუნდის ისტორიაში მსურს შესვლა. ,,ბარსელონაში'' საკუთარი თამაშისა და გამოცდილების წყალობით მოვხვდი. მითხრეს, რომ ჩემი ხასიათი და გამოცდილება ,,ლა მასიას'' ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ გუნდში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი, ეს ჩემი მიზანია. მიმდინარე სეზონში მინდა, რომ გუნდს ორი ოქროს მოგებაში დავეხმარო, ჩემი მენტალიტეტი ასეთია,'' - ბოსნიელის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
პიანიჩი ,,ბარსელონაში'' გასულ ზაფხულს ტურინის ,,იუვენტუსიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველის ანგარიშზე კატალონიური გრანდის მაისურით ჩატარებულ 28 მატჩში არც გოლი და არც საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები