Belive

ობი მიკელი: ,,აზარი ამბობდა, რომ შეეძლო რონალდუზე კარგი ყოფილიყო''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ედენ აზარის თქმით, ის ვერასდროს ითამაშებს ლეო მესის დონეზე, თუმცა შეუძლია იყოს კრიშტიანუ რონალდუზე კარგი. ,,ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ობი მიკელმა, The Athletic-თან ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელის, ედენ აზარის, კარიერაზე ისაუბრა:
,,ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ აზარი დიდი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელია. მას ყველაფერი ჰქონდა - ტექნიკა, სისწრაფე, ძალა. მესისა და რონალდუს უკან იყო, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავად სურდა ასე," - განაცხადა ნიგერიელმა.
როგორც მიკელი აღნიშნავს, აზარს საკუთარი თავი არაერთხელ შეუდარებია მსოფლიოს ორი ტიტანისთვის - მესისა და რონალდუსთვის.
,,თუ მოვინდომებ, შემიძლია საუკეთესო ვიყო. არა მესისნაირი, რადგან ის სხვა პლანეტიდანაა, მაგრამ, ვფიქრობ, შემიძლია რონალდოს მივუახლოვდე ან უკეთესიც გავხდე" - აზარის სიტყვები მიკელმა გაიხსენა და დასძინა, რომ ეს არის ზუსტი ციტირება ყოფილი თანაგუნდელისა, რომელიც ნიგერიელის შეფასებით თამაშზე საკმარისად ორიენტირებული არასდროს ყოფილა.
ედენ აზარმა კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის ,,ჩელსიში'' გაატარა, სადაც პრემიერლიგა ორჯერ მოიგო. 2019 წელს ბელგიელი მადრიდის ,,რეალში'' გადავიდა. ფეხბურთელს ,,სამეფო გუნდში'' ჩატარებულ არასრულ 2 სეზონში მხოლო 36 მატჩი აქვს გამართული.

სხვა სტატიები