Belive

დელ ბოსკე: ,,რიკელმეს შეეძლო, რეალის ვარსკვლავი გამხდარიყო''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, განაცხადა, რომ ხუან რომან რიკელმეს ,,სამეფო გუნდში'' გადასვლის შემთხვევაში, წარმატებული კარიერა ელოდა. 2000 წელს რიკელმემ ,,ბოკა ხუნიორსის'' შემადგენლობაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, დელ ბოსკეს ,,რეალის'' წინააღმდეგ ითამაშა, მატჩი არგენტინული გუნდის გამარჯვებით 2-1 დასრულდა.
,,რიკელმე ნამდვილად იყო ფეხბურთელი, რომელიც იმდროინდელი ,,ბოკას'' სათამაშო რიტმს განსაზღვრავდა. ვფიქრობ, მას ,,რეალში'' გადასვლა შეეძლო. ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია. თუმცა, მგონია, რომ  ის ჩვენს გუნდში ვარსკვლავი გახდებოდა. ,,რეალში'' კარგი ფეხბურთელები მოდიან და ვინც მუშაობს, წარმატებასაც აღწევს,'' - დელ ბოსკეს სიტყვებს Marca ციტირებს.
რიკელმე კარიერის განმავლობაში ,,ბოკა ხუნიორსში'', ,,ბარსელონაში'', ,,ვილიარეალსა'' და ,,არგენტინოს ხუნიორსში'' თამაშობდა.

სხვა სტატიები