Belive

კიმიხი: ,,ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე 10 წლის წინ უნდა გვეფიქრა''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯოშუა კიმიხმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტი 10 წლით დავაგვიანეთ. მუნდიალის ჩატარების ადგილი ცნობილი წელს არ გამხდარა. ბოიკოტზე მაშინ უნდა გვეფიქრა. ახლა აუცილებელია, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე სასასუბროდ და ცნობიერების ასამაღლებლად ყველა პლატფორმა და შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მაგრამ საქმე მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხება. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ.''
გასულ თვეს ბრიტანული გამოცემა Guardian-ი იუწყებოდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტზე მუშაობისას, 6 500-მდე მიგრანტი დაიღუპა. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების წინ, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რითიც ყატარში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ.  

სხვა სტატიები