Belive

"ხვიჩას ხელში დორტმუნდი ჩაიგდებს, ის დემბელეზე ჭკვიანია" - უცხოელები კვარაცხელიას თამაშზე

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრაში "ჯვაროსნების" მხრიდან თავის გოლით გამოჩენა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა, რომელმაც ამით, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ყურადღება მიიპყო. უცხოელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირებას უყურებდნენ, ხვიჩას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. გთავაზობთ სოციალურ ქსელ Twitter-იდან ამოღებულ სტატუსებს: "ხვიჩა კვარაცხელიამ ალბათ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, "რუბინის" გარემარბით ევროპის დიდი კლუბები დაინტერესდებიან. ძალიან სწრაფია, კარგი ტექნიკა აქვს და მომენტის დასრულებაც კარგად გამოსდის". "ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ახალგაზრდაა. ვფიქრობ, რომ თუ ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირებას "აიაქსის" სკაუტები აკვირდებოდნენ, მათ თვალში ხვიჩა აუცილებლად მოხვდებოდათ". "ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ლიგაში ბოლო ორი სეზონია საუკეთესოა და ის მხოლოდ 20 წლისაა". "ხვიჩა კვარაცხელია სუპერვარსკვლავი გახდება". "ხვიჩა კვარაცხელია მომავლის საუკეთესო ფეხბურთელია". "ტოტენჰემა" ხვიჩა კვარაცხელია უნდა იყიდოს, თუმცა მგონია, რომ მას ხელში "ლესტერი" ან "ბორუსია" ჩაიგდებს". "ბიჭი, რომელმაც ესპანეთს გაუტანა, ხვიჩა კვარაცხელიაა. მასზე მსმენია და ვიცი, რომ დემბელეზე ნიჭიერია, თუმცა ვფიქრობდი, რომ ასე მხოლოდ Youtube-ს ვიდეოებში ჩანდა. მან დამიმტკიცა, რომ ვცდებოდი. მასზე თვალი უნდა გვეჭიროს, რადგან ასეთი ჭკვიანი გარემარბია".

წყარო: silksport.ge

სხვა სტატიები