Belive

რამაზ სვანაძის წარმატებული დებიუტი - ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2021 წელს პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებით დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები ბელარუსი თანატოლები იყვნენ. ამ გუნდების დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა და მასში ქართველებმა - 4:1 იმარჯვა. შეხვედრაში, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო იყო რამაზ სვანაძისთვის, გოლები გიორგი გულიაშვილმა და შოთა შეყილაძემ გაიტანეს. ანგარიში მატჩის დასაწყისში გაიხსნა. გიორგი გულიაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, მეურვეებს თავი ტექნიკურად დააღწია და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით მეტოქის კარი დალაშქრა. ბელარუსებმა წონასწორობა 7 წუთში აღადგინეს, საჯარიმოს გარედან მიკიტა სუპრანოვიჩის დარტყმულს თორნიკე მეგრელიშვილი შეწვდა, თუმცა ბოლომდე მოგერიება ვეღარ მოახერხა. საქართველოს ახალგაზრდული გუნდი წინ მეორედ უკვე მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. 53-ე წუთზე, კუთხურიდან გიორგი მოისწრაფიშვილის ჩაწოდების შემდეგ, ბურთს თავით თბილისის "ლოკომოტივის" თავდამსხმელი, გიორგი იაკობიძე შეწვდა, მეტოქის საჯარიმოში არეულობისა და რიკოშეტის შემდეგ, ბელარუსებმა საკუთარ კარში გაიტანეს. მალე ქართველებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 9 წუთში, გიორგი გულიაშვილმა მეტოქის საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთზე, მცველს დაასწრო და ერთი შეხებით, ბურთი მეტოქის კარის მარჯვენა მაღალ კუთხეში გაგზავნა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა შოთა შეყილაძემ დააფიქსირა, რომელმაც 84-ე წუთზე, მეტოქის მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა, მეკარის პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად შეასრულა - 4:1. საქართველოს U21 ნაკრებ: თორნიკე მეგრელიშვილი - გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ხვადაგიანი (რატი მჭედლიშვილი, 79), ზურაბ გიგაშვილი (შოთა ნონიკაშვილი, 46), ალექსანდრე კალანდაძე - ბექა ხარაიშვილი (თამაზ შარვაშიძე, 79), ანზორ მექვაბიშვილი, ბექა დარცმელია (შოთა შეყილაძე, 61) (კ) - გიორგი გულიაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი იაკობიძე (ნიკა გაგნიძე, 61). მთავარი მწვრთნელი: რამაზ სხვანაძე. გოლები: 1:0 გიორგი გულიაშვილი (5), 1:1 მიკიტა სუპრანოვიჩი (12), 2:1 დანილ მიროშნიკაუ (ავტო-გოლი), 3:1 გიორგი გულიაშვილი, 4:1 შოთა შეყილაძე (84).

სხვა სტატიები