Belive

ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი პენალტის ავტორი ჯიბრილ სისეა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა გამოცემამ, SPORTbible-მა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ჯიბრილ სისეს მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი გაიხსენა. სტატიის ავტორი ფეხბურთელზე წერს: ,,ლივერპულის ყოფილმა ფორვარდმა თავი ,,ენფილდზე'' ორჯერ მოტეხილი ფეხითა და თმის განსხვავებული ვარცხნილობთ დაგვამახსოვრა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილი პენალტი გაიტანა.'' საუბარია თერთმეტმეტრიანზე, რომელიც სისემ ,,პანათინაიკოსში'' თამაშისას შეასრულა:

ჯიბრილ სისეს კარიერა ფრანგულ ,,ოსერში'' დაიწყო. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს არაერთ გუნდში, მათ შორის ,ლივერპულში'', ,,მარსელში'', ,,სანდერლენდში'', ,,ლაციოსა'' და ,,პანათინაიკოსში'' თამაშობდა. ფეხბურთელს ,,მერსისაიდელებთან'' ერთად ინგლისის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი აქვს მოგებული. სისე საფრანგეთის ნაკრების ღირსებას 2002-2011 წლებში იცავდა. ფორვარდმა ,,მამლების'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 9 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები