Belive

ლიზარაზუ: ,,ნეიმარი პატივს არც მოწინააღმდეგეს სცემს და არც - თანაგუნდელებს''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ბიქსანტ ლიზარაზუ ,,ლილთან'' მატჩში ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევის, ნეიმარის გაძევებას გამოეხმაურა:
,,როგორც კი საქმე მის საწინააღმდეგოდ მიდის, ნეიმარი კონტროლს კარგავს. ახლა ის ორთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებოდა. ბრაზილიელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი გუშინდელი საქციელი გუნდური არ არის. სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო, მაგრამ ნეიმარს ეს არ გამოსდის. მას დისციპლინა აკლია და პატივს არც მოწინააღმდეგეს სცემს და არც საკუთარ თანაგუნდელებს. ნეიმარი 29 წლისაა და წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს, ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ასე მოქცევა არ შეიძლება. შესაძლოა, დამნაშავე ისაა, ვინც მას ამ ყველაფრისთვის არ სჯის,'' - განაცხადა ლიზარაზუმ.
,,ლილთან'' საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი - ნეიმარი მეტოქე გუნდის მცველთან – ტიაგუ ჟალოსთან დაპირისპირების გამო მოედნიდან გააძევეს. ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება გასახდელისკენ მიმავალ გზაზეც გაგრძელდა. გვირაბში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მოთამაშეები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ, თუმცა ოფიციალურმა პირებმა მათი გაშველება შეძლეს.

სხვა სტატიები