Belive

ზეიმი პრესკონფერენციაზე - სოსიედადის მწვრთნელმა ჩემპიონობა ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რეალ სოსიედადის'' მთავარმა მწვრთნელმა, იმანოლ ალგუასილმა, ,,ბილბაოსთან'' კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემოციურად აღნიშნა. 49 წლის სპეციალისტმა ჟურნალისტებს ,,მწვრთნელის რეჟიმისგან'' ,,გულშემატკივრის რეჟიმში'' გადართვის გამო პატიება სთხოვა, ,,სოსიედადის'' ფორმა გადაიცვა და გუნდის მხარდასაჭერი სიმღერა დაიწყო.



იმანოლ ალგუასილი ბასკეთშია დაბადებული და ,,სოსიედადის'' აღზრდილია. საფეხბურთო კარიერის 8 წელი ალგუასილმა სწორედ ბასკურ გუნდში გაატარა. ,,რეალ სოსიედადმა'' კოპა დელ რეის ფინალში ,,ბილბაო'' ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ესპანეთის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო. ფინალური შეხვედრა ჯერ კიდევ შარშან უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო.

სხვა სტატიები