Belive

მსოფლიოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული IFFHS-ის ვერსიით

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS-მა) 2020 წლის 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში 2 ფეხბურთელი - კრის რიჩარდსი (ბაიერნი) და სერჟინო დესტი (ბარსელონა) აშშ-დანაა. გუნდების მიხედვით ყველაზე მეტი წარმომადგენელი ,,ბარსელონასა'' (დესტი; ფატი) და ,,ბაიერნს'' (დევისი, რიჩარდსი) ჰყავს.

IFFHS-ის ვერსიით 20-წლამდელ ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე - ერსინ დესტანოღლუ (თურქეთი; ბეშიქთაში) მცველები - სერჟინო დესტი (აშშ; ბარსელონა), ვესლი ფოფანა (საფრანგეთი; ლესტერი), კრის რიჩარდსი (აშშ; ბაიერნი), ალფონსო დევისი (კანადა, ბაიერნი). ნახევარმცველები - სანდრო ტონალი (იტალია; მილანი), ფილ ფოდენი (ინგლისი; მანჩესტერ სიტი), ედუარდო კამავინგა (საფრანგეთი; რენი). თავდამსხმელები - როდრიგო (ბრაზილია; რეალი), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია; დორტმუნდი), ანსუ ფატი (ესპანეთი; ბარსელონა)

სხვა სტატიები