Belive

ინიესტამ დაასახელა 3 ფეხბურთელი, რომელიც ელ კლასიკოში გადამწყვეტ როლს შეასრულებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად იაპონურ ,,ვისელ კობეში'' თამაშობს, ,,ელ კლასიკოზე'' ისაუბრა:
,,ვფიქრობ, რომ ,,რეალთან'' შეხვედრაში გადამწყვეტ როლს ,,ბარსელონას'' სამი ფეხბურთელი შეასრულებს. პირველი სერხიო ბუსკეტსია - მთავარი მოთამაშე მოედნის ცენტრში. ასევე, ჟორდი ალბა, რომელსაც მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა აუცილებლად ექნება. და ლეო მესი... ეს ფეხბურთელი შეხვედრის ბედს ყოველთვის წყვეტს. დარწმუნებული ვარ, ამ თამაშშიც იგივეს გააკეთებს,'' - ინიესტას სიტყვებს Sport.es-ი ციტირებს.
დღეს, ლა ლიგის 30-ე ტურში, მადრიდის ,,რეალი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ,,ბარსელონა'' 65 ქულით ცხრილის მე-2 პოზიციაზეა, ,,რეალი'' კი 63 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები