Belive

ზიდანი კუმანის კომენტარზე: ,,ყველაფერში მსაჯის დადანაშაულება არ შეიძლება''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ,,ბარსელონასთან'' მოგების შემდეგ, კატალონიური გუნდის თავკაცის - რონალდ კუმანის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც შეხვედრის მსაჯები გააკრიტიკა:
,,თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენ მშვენივრად დავიწყეთ. მოგება დამსახურებულია, მესამე გოლის გასატანად ბევრი შანსი გვქონდა. კუმანის სიტყვები? ვფიქრობ, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი იმიტომ არ დანიშნა, რომ თამაშის წესების დარღვევა არ ყოფილა. დამატებული დრო შეიძლება იყოს სამი, ოთხი, ხუთი ან ექვსი... ამას მსაჯი წყვეტს. მთავარი არის ის, რასაც მოედანზე აკეთებ. ჩვენთვის რთული მატჩი იყო, რადგან ,,ბარსელონა'' დიდებული გუნდია. ყველაფერში მსაჯის დადანაშაულება არ შეიძლება,'' - ზიდანის სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” კატალონიის ,,ბარსელონას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მოგების შემდეგ, ზიდანის გუნდმა 66 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.  

სხვა სტატიები