Belive

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის მატჩებს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია. 16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის ლოკომოტივი - დინამო თბილისს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა კორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი - ბაჰათინ შიმშეკი იქნება. მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის დილასა და დინამო ბათუმს შორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე კორაი გენჩერლერი იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მე-9 ტურის კი კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მატჩი შუქურასა და თელავს შორის 14:00 საათზე დაიწყება, სამგურალი კი ტორპედოს საკუთარ მოედანზე 16:00 საათზე უმასპინძლებს.

წყარო: erovnuliliga.ge

სხვა სტატიები