Belive

იაია ტურე: ,,გვარდიოლასა და სიტის ბოდიშის წერილი გავუგზავნე, პასუხს დღემდე ველოდები''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ყოფილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ, განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა ჰქონდა:
,,როცა რაღაც ისე არ ხდება და შეცდომას უშვებ ან ხალხი შენს სახელს არასწორად იყენებს, ეს უნდა გამოასწორო. ჩემი დამოკიდებულება გვარდიოლას მიმართ სწორი არ ყოფილა. მინდა, მომხდარის გამო ბოდიში მოვიხადო, მსურს, მოვიბოდიშიო იმისთვის, რაც გავაკეთე. გადავწყვიტე, რამდენიმე ადამიანთან დალაპარაკება მეცადა, ბოდიში მომეხადა და მეთქვა, რომ ,,მანჩსტერ სიტის'' მიმართ უპატივცემულოდ ვიქცეოდი. გუნდს წერილიც მივწერე. მას შემდეგ პასუხს დიდი ხანია ველოდები, მაგრამ  ჯერჯერობით არ მიმიღია. რა თქმა უნდა, თუ პეპი მიიჩნევს, რომ ასეა საჭირო, მაშინ მე ვერაფერს ვიზამ,'' - ტურეს სიტყვებს The Athletic-ი ციტირებს.
რამდენიმე წლის წინ, იაია ტურემ გვარდიოლა რასიზმში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუ პეპი ოდესმე შემადგენლობაში 5 აფრიკელს დააყენებდა, მას საჩუქრად ნამცხვარს გაუგზავნიდა. კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთელმა ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით 8 სეზონი ითამაშა და ,,ქალაქელებთან'' ერთად პრემიერლიგა 3-ჯერ მოიგო.

სხვა სტატიები