Belive

მესი კოპა დელ რეის ფინალების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა დელ რეის ფინალში ,,ბარსელონამ'' ,,ბილბაო'' 4:0 დაამარცხა. კატალონიური გუნდის კაპიტანმა, ლეო მესიმ, შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. არგენტინელს ესპანეთის თასის მე-10 ფინალში 9 გოლი დაუგროვდა, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა ,,ატლეტიკის'' ლეგენდას - ტელმო სარას, რომლის ანგარიშზეც საჩემპიონო მატჩში 8 გოლია. ,,ბარსელონა'' კოპა დელ რეის გამარჯვებული 31-ედ გახდა. მესიმ კი ეპანეთის თასი კარიერაში მეშვიდედ მოიგო.


 

სხვა სტატიები