Belive

რუბინის მთავარმა მწვრთნელმა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის ,,რუბინის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა:
,,მატჩამდე ხვიჩამ გუნდთან ერთად ივარჯიშა და დაზიანება არ ჰქონია. ვფიქრობ, მას ბარძაყის უკანა ნაწილის ტრავმა აქვს. ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ გავიგებთ, რამდენად სერიოზულადაა საქმე,'' - განაცხადა სლუცკიმ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა ,,ურალთან'' მატჩის 32-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ,,რუბინმა'' მატჩში 1-0 იმარჯვა. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები