Belive

ნევილი სუპერლიგის წინააღმდეგია: ,,ყველა გუნდი, რომელიც ამას ხელს აწერს, უნდა დაისაჯოს''

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი ახალი ტურნირის - ევროპის სუპერლიგის შექმნის წინააღმდეგია:

,,მე ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' ვგულშემატკივრობ და შეურაცხყოფილი ვარ! ეს სკანდალია! ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,დიდი ექვსეულის'' თითოეულ გუნდს, რომელიც ტურნირის შექმნას მხარს უჭერს, უნდა რცხვენოდეს! ევროპის სუპერლიგა, სადაც ,,არსენალიც'' იქნება? მათ ახლახან ,,ფულემთან'' ფრედ ითამაშეს, ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' კი ,,ბარნლის'' ვერ უგებს... ყველა გუნდი, რომელიც ამაზე ხელს აწერს, უნდა დისაჯოს, მათ ქულები დააკელით, ცხრილის ბოლოში დააქვეითეთ და ფული წაართვით. ამ ქვეყანაში ეს არის დანაშაული ფეხბურთის ქომაგების წინააღმდეგ. ,,ლივერპულის'', ,,ჩელსისა'' და ,,მანჩესტერ სიტის'' მფლობელებს არაფერი აქვთ საერთო ინგლისური ფეხბურთის 100-წლიან ისტორიასთან,'' - განაცხადა ნევილმა.

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა, ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ახალ სუპერლიგაში თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა აეკრძალებათ. 2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალ, 20-გუნდიანი ტურნირის შექმნას აპირებენ. როგორც ირკვევა, ტურნირს ევროპის სუპერლიგა ერქმევა, მასში მონაწილეობას ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდები მიიღებენ და იგი სრულად ჩაანაცვლებს ჩემპიონთა ლიგას. ასევე, იგეგმება ევროპის სუპერლიგის მეორე დივიზიონის შექმნაც, სადაც წარმატების მიღწევის შემდეგ, კლუბები უმაღლეს დივიზიონში გადავლენ.

სხვა სტატიები