Belive

ლეონარდო: ,,ჩვენი პრეზიდენტით ვამაყობთ''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, სუპერლიგის მიმართ პარიზული გუნდის პოზიციასა და კლუბის პრეზიდენტის - ნასერ ალ-ხელაიფის შესახებ ისაუბრა:
,,ჩვენი პრეზიდენტით ვამაყობთ, ვიცით, რამდენი იმუშავა მან გუნდისთვის. ამ მომენტისთვის ის ლიდერის მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ვფიქრობ, სუპერლიგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, ნასერ ალ-ხელაიფი კლუბისა და საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ახლა ის ევროპული გუნდების ასოციაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს მისი, როგორც პიროვნების აღიარებაა. რთული პერიოდია და ყველა იბრძვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გზიდან უნდა გადავუხვიოთ. ნასერით ვამაყობ,'' - ლეონარდოს სიტყვებს Canal+ -ი ციტირებს.
თავდაპირველად ახალი ტურნირის - სუპერლიგის შექმნის იდეას მხარს რამდენიმე დიდი ევროპული გუნდი უჭერდა, თუმცა მათ შორის ,,პარი სენ ჟერმენი'' არ ყოფილა.

სხვა სტატიები