Belive

რუმენიგე სუპერლიგაზე: ,,შესაძლოა, კარგიც კი იყოს, რომ გადავიტანეთ ეს 48-საათიანი ცირკი, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ,,ბაერნის'' გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ევროპის სუპერლიგაზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, ამ მომენტისთვის სუპერლიგის პროექტი საბოლოოდ გაუქმებულია. რაც მოხდა, მიუღებელია, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ გუნდები, რომლებმაც შეცდომა გააცნობიერეს, საფეხბურთო ოჯახს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ. შორეულ პერსპექტივაში, შესაძლოა, კარგიც კი იყოს, რომ გადავიტანეთ ეს 48-საათიანი ცირკი, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა. ამით ბიზნესმენები ერთხელ და სამუდამოდ გააცნობიერებენ, რომ ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესი არ არის,'' - რუმენიგეს სიტყვებს Bild-ი ციტირებს.
2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებდნენ. მასში მონაწილეობა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდებს უნდა მიეღოთ. ახალ პროექტს ჩემპიონთა ლიგა სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. ერთი კვირის წინ, არაერთმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ახლა პროექტს მხარს მხოლოდ ,,რეალი”, ,,ბარსელონა”, ,,იუვენტუსი” და ,,მილანი” უჭერენ.

სხვა სტატიები