Belive

რომან ფიფია: ,,გიორგი ნემსაძე არ უშინდება ექსპერიმენტებს და აწინაურებს ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს მომავალია''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ,,დინამო თბილისი'' ,,სამგურალთან'' სტუმრად 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, თბილისური გუნდის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და ,,დინამოს'' მთავარ მწვრთნელს, გიორგი ნემსაძეს, მხარდაჭერა გამოუცხადა:
,,პირველ რიგში ვულოცავ სამგურალს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალში. რაც შეეხება ჩვენს გამოსვლას, გუნდი ამ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა. მიუხედავად ამისა, გიორგი ნემსაძე არ უშინდება ექსპერიმენტებს და ახალგაზრდებს აწინაურებს. ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების მომავალია, თუმცა ამგვარი ნდობისა და პრაქტიკის გარეშე მათი გაზრდა წარმოუდგენელია. ამ მარცხის შემდეგ სწორი დასკვნები იქნება გამოტანილი. დინამო პირველ ადგილზეა და აუცილებლად გამოსწორდება სათამაშო ხარისხიც. მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს,'' - განაცხადა რომან ფიფიამ.
საქართველოს ეროვნული ლიგის 10 ტურის შემდეგ ,,დინამო თბილისი'' 22 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,დინამო ბათუმს'' 3 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები