Belive

გვარდიოლა: ,,30 ტიტული კარიერაში? დიდ გუნდებში ვმუშაობდი, სადაც მოგება უფრო იოლია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ლონდონის ,,ტოტენჰემთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:
,,დღეს გვიხარია, რადგან ეს ტურნირი ზედიზედ მეოთხედ მოვიგეთ. გამარჯვებას ვეცადეთ, მომენტები შევქმენით. შანსები მეტოქესაც ჰქონდა, განსაკუთრებთ კონტრშეტევებზე, თუმცა, საბოლოოდ, კარგი მატჩი ჩავატარეთ. 30-ე ტიტული სამწვრთნელო კარიერაში? კარგია... დიდ გუნდებში ვმუშაობდი, სადაც ტიტულის მოგება უფრო იოლია,'' - გვარდიოლას სიტყვებს BBC-ი ციტირებს.
ინგლისის ლიგის თასის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ტოტენჰემს'' 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა. პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოპოვებული 30 ტიტულიდან 14 ,,ბარსელონაში'' აქვს მოგებული, 7 - ,,ბაიერნში'', 9 კი - ,,სიტიში''.

სხვა სტატიები