Belive

კლოპი: ,,ევროპა ლიგა მშვენიერი ტურნირია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ევროპა ლიგაზე ისაუბრა:
,,ინგლისში მუშაობის პერიოდში ევროპა ლიგაზე მხოლოდ ერთხელ ვითამაშეთ და ფინალში გავედით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა თუ ,,სევილიასთან'' მატჩის შედეგს არ ჩავთვლით. გუშინ ვნახე ,,მანჩესტერ იუნაიტედი'', რომელიც ამ ტურნირზე თამაშით აშკარად სიამოვნებას იღებდა. თუ ევროპა ლიგაზე გავალთ, არ ვიფიქრებთ: ,,ო, ღმერთო ჩემო, ახლა იქ მოგვიწევს თამაში...'' არა, საერთოდ არა, ეს შესანიშნავი ტურნირია. მაგრამ, ამას სერიოზულად არ განვიხილავ, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები მცირეა, ჩვენი მაინც მჯერა. ამიტომ, ვეცდებით საკუთარ მიზნებს მივაღწიოთ, დანარჩენზე კი სეზონის დასრულების შემდეგ ვიფიქროთ,'' - კლოპის სიტყვებს ,,ლივერპულის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
პრემიერლიგის 33 ტურის შემდეგ ,,ლივერპული'' 54 ქულით ცხრილის მე-6 პოზიციაზეა და მეოთხეადგილოსან ,,ჩელსის'' 7 ქულით ჩამორჩება (მერსისაიდელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია). იურგენ კლოპთან ერთად ,,ლივერპულმა'' ევროპა ლიგაზე 2015-2016 წლების სეზონში ითამაშა და ფინალში ,,სევილიასთან'' 1:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები