Belive

კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა - ხვიჩა მოედანს უბრუნდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ აპრილში მიღებული ტრავმის შემდეგ დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. 8 მაისს "რუბინი" ჩემპიონატის ბოლო საშინაო მატჩს ტულას "არსენალთან" გამართავს. დიდია შანსი, რომ ხვიჩამ სწორედ აღნიშნულ შეხვედრაშიც ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს კვარაცხელიამ ბარძაყის კუნთი იტკინა. პირველ ტაიმში ის შესაცვლელი გახდა, სამედიცინო შემოწმების შედეგად კი მას 2-3 კვირა უნდა გამოეტოვებინა.

სხვა სტატიები