Belive

ზიდანი: ,,აზარმა მომხდარის გამო მოიბოდიშა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რეალ მადრიდის'' მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ედენ აზარზე ისაუბრა, რომელიც ,,ჩელსისთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, ყოფილ თანაგუნდელებს სიცილით გადაეხვია. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების შემდეგ, ბელგიელი ფეხბურთელი ,,სამეფო გუნდის'' გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს:
,,აზარმა მომხდარის გამო უკვე მოიბოდიშა. მან თქვა, რომ შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის უნდოდა. ედენი ,,რეალის'' ფეხბურთელია და აქ თამაშს განაგრძობს. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, სიტუაცია თანაგუნდელებთან ერთად განვიხილეთ. ახლა ეს უკვე წარსულია,'' - ზიდანის სიტყვებს მარკა ციტირებს.
ედენ აზარი ,,რეალში'' 2019 წელს ლონდონის ,,ჩელსიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბელგიელის ანგარიშზე ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 3 გოლია.

სხვა სტატიები