Belive

კატალონიური მედია: 1 თვის წინ, ნეიმარი ამბობდა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ნეიმარმა, გუშინ პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც ,,ბარსელონაში'' უკმაყოფილება გამოიწვია. კატალონიური RAC 1-ის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ, ,,ბარსელონამ'' პარიზში ნეიმართან მოსალაპარაკებლად წარმომადგენელი გააგზავნა. საუბარში ბრაზილიელმა დაადასტურა, რომ მას გუნდში დაბრუნება სურდა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ,,პსჟ-სთან'' ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. RAC 1-ი იუწყება, რომ 29 წლის ფეხბურთელის გადაწყვეტილების შემდეგ, ,,ბარსელონა'' იმედგაცრუებულია და თავს გამოყენებულად გრძნობს. ნეიმარი ,,პსჟ-ში” 2017 წელს ,,ბარსელონადან” გადავიდა. ბრაზილიელის ანგარიშზე ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 112 შეხვედრაში 85 გოლი და 51 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები