Belive

რუბინის ბომბარდირი: ,,კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც მითამაშია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის წინ, ყაზანის ,,რუბინის'' ოფიციალურ ვებგვერდზე, გუნდის თავდამსხმელის - ჯორჯე დესპოტოვიჩის ინტერვიუ გამოქვეყნდა. სერბმა ფეხბურთელმა თანაგუნდელზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
,,მე რომ ხვიჩას ადგილზე ვიყო, რუსეთში დავრჩებოდი და აქ კიდევ რამდენიმე წელს გავატარებდი. გასაგებია, რომ კვარაცხელია უკვე უმაღლესი დონის მოთამაშეა და მის მიმართ დიდი ინტერესი იქნება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ხვიჩას მომავალში ყველაფერი გამოუვა, რადგან ის საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მითამაშია,'' - განაცხადა დესპოტოვიჩმა.
მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.  

სხვა სტატიები