Belive

აგუერო და ბარსელონა კონტრაქტზე შეთანხმდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, რომელიც ზაფხულში ინგლისურ გუნდს დატოვებს, ,,ბარსელონაში'' გადასვლასთან ახლოსაა. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იქნება. აგუეროს ,,მანჩესტერ სიტისთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. 32 წლის თავდამსხმელი ,,ქალაქელთა'' ღირსებას 2011 წლიდან იცავს და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.



 

სხვა სტატიები