Belive

ალისონი: ,,დარწმუნებული ვარ, მამა ჩემს გოლს ღმერთთან ერთად აღნიშნავს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულმა'' პრემიერლიგის 36-ე ტურში ,,ვესტ ბრომვიჩთან'' სტუმრად 2:1 მოიგო. გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე ,,მერსისაიდელთა'' მეკარემ, ალისონ ბეკერმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ ემოციები ვერ დამალა:
,,ბოლო თვის განმავლობაში ძალიან ემოციური ვიყავი. მე და ჩემს ოჯახს ბევრი რამ გადაგვხდა, მაგრამ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. რაც თავი მახსოვს, სულ მამაჩემთან ერთად ვთამაშობდი. იმედი მაქვს, ის აქ იყო და ყველაფერი ნახა, დარწმუნებული ვარ, ჩემს გოლს ღმერთთან ერთად აღნიშნავს. მიხარია, რომ თანაგუნდელებს შეტევაში დავეხმარე, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს - ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. ეს ტურნირი არც ისე დიდი ხნის წინ მოვიგეთ, მაგრამ ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯერ იქ უნდა მოხვდე,'' - ალისონის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.
პრემიერლიგის 36 ტურის შემდეგ ,,ლივერპული'' 63 ქულით ცხრილის მე-5 პოზიციაზეა და მეოთხეადგილოსან ,,ჩელსის'' 1 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები