Belive

სიმეონე: ,,გველის ფინალი, სადაც მიზნის მისაღწევად გუნდები სიცოცხლეს დათმობენ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,ატლეტიკოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ლა ლიგის ბოლო ტურში ,,ვალიადოლიდთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,ძალიან გრძელი სეზონი გამოვიდა. არსებული სიტუაციით ჩემპიონობა ორ გუნდს შეუძლია. ეს ესპანეთის ჩემპიონატია და ასეთები ხდება. სასტარტო თერთმეტეული? დავაკვირდებით ფეხბურთელების მზადყოფნას, შემდეგ კი შევჯერდებით შემადგენლობაზე, რომელიც მოედანზე გავა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორ ვუყურებ ,,ვალიადოლიდთან'' შეხვედრას? ეს არის ფინალი, სადაც გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან, თუმცა მიზნის მისაღწევად ორივე სიცოცხლეს დათმობს,'' - სიმეონეს სიტყვებს Marca ციტირებს.
ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში ,,ატლეტიკო'' ,,ვალიადოლიდს'' ესტუმრება. დიეგო სიმეონეს გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონი გახდება, ,,ვალიადოლიდი'' კი ქვედა ლიგაში დაქვეითდება.

სხვა სტატიები