Belive

მილანმა და იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურში, ჩემპიონთა ლიგის საგზური ,,მილანმა'' და ტურინის ,,იუვენტუსმა'' მოიპოვეს. ,,როსონერიმ'' სტუმრად ,,ატალანტასთან'' 2:0 იმარჯვა, ,,ბებერმა ქალბატონებმა'' კი ,,ბოლონიას'' 4:1 მოუგეს. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იტალიას ამ 2 გუნდთან ერთად ,,ინტერი'' და ,,ატალანტა'' წარადგენენ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი დღეს ,,ნაპოლისაც'' ჰქონდა, თუმცა ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ ,,ვერონას'' ვერ მოუგო და ოთხეულში ადგილი ,,იუვენტუსს'' დაუთმო. შედეგად, ნეაპოლელები მომავალ სეზონში ,,ლაციოს'' მსგავსად, ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ. ევროტურნირის საგზური მოიპოვა ,,რომამაც'' - დედაქალაქელები, რომლებმაც ,,სპეციასთან'' არ წააგეს, კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ. სერია ა-ში ბოლო ადგილი ,,პარმამ'' დაიკავა, ,,ჯვაროსნების'' გარდა, სერია ბ-ში ,,კროტონე'' და ,,ბენევენტო'' დაქვეითდნენ.

სხვა სტატიები