Belive

ლილმა ანჟერს მოუგო და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში ,,ლილმა'' ,,ანჟერს'' სტუმრად 2:1 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა. გალტიეს გუნდი მატჩის მე-10 წუთზე ჯონათან დევიდის გოლით დაწინაურდა. პირველი ტაიმის მიწურულს ილმაზმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და სტუმრები წინ 2 ბურთით გაიყვანა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე ფულგინიმ დააფიქსირა. საკუთარი მატჩი მოიგო ,,ლილის'' უშუალო კონკურენტმა ,,პარი სენ ჟერმენმა'', რომელმაც ,,ბრესტი'' 2:0 დაამარცხა. საბოლოოდ ,,ლილმა'' ლიგა 1-ის სეზონი 83 ქულით დაასრულა, ,,პსჟ'' კი 82 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.



 

სხვა სტატიები