Belive

იბრაჰიმოვიჩი მალტაზე ტოტალიზატორის მეწილეა - UEFA-მ შვედი ვარსკვლავი დააჯარიმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი აზარტული თამაშების მალტურ კომპანიაში, Bethard-ში გარკვეულ წილს ფლობდა, უეფა-ს წესდების თანახმად კი, ამისი უფლება არცერთ ფეხბურთელს არ აქვს. უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციების 31-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, უეფა-ს ეთიკისა და სადისციპლინო საქმეების ინსპექტორს გამოძიება უნდა ჩაეტარებინა. მოკვლევა შეეხო ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ უეფა-ს სადისციპლინო რეგულაციების სავარაუდო დარღვევას და დადგინა, რომ ზლატანს ჰქონდა თუ აზარტული თამაშების კომპანიაში ფინანსური ინტერესი, რის გამოც შვედი ფორვარდი €50 000 დაჯარიმდა. გამოძიების თანახმად, შვედ ფეხბურთელს 10%-იანი წილი აქვს მალტაზე მდებარე ერთ-ერთ ონლაინ ტოტალიზატორში. ამ ფაქტზე UEFA-მ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
"ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაჯარიმებული იქნა UEFA-ს სადისციპლინო დებულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის დადგენილების დარღვევის გამო. შვედი ფეხბურთელის მსგავსად, დაისაჯა "მილანიც" €25 000 ევროთი. თუ ეს ფაქტი არ იქნება ბოლო და ზლატანი შემჩნეული იქნება მსგავს საქმეში, მას ფეხბურთიდან ჩამოშორება ემუქრება".
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზლატანს კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია  

სხვა სტატიები