Belive

ტუხელი: ,,ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და არა - საჩოგბურთო მატჩი''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დაპირისპირების მიუხედავად, გამარჯვების იმედი აქვს:
,,ეს არ არის დაპირისპირება ჩემსა და გვარდიოლას შორის, რადგან ჩვენ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ. ,,სიტის'' ორ სხვადასხვა ტურნირზე, ორი განსხვავებული შემადგენლობით დავუპირისპირდით. ვაცნობიერებთ, რამდენად გაბედულები უნდა ვიყოთ ზოგიერთ ასპექტში. პეპის გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია, ის ქმნის თავდაჯერებულ შემადგენლობას, რომელსაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. შესაძლოა, ახლა ,,სიტი'' ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ, რათა შემდეგ შეცდომებზე არ ვინერვიულოთ. ვცდილობ, ეს გუნდის თითოეულ წევრს გავაგებინო. ლამპარდმა ჯგუფურ ეტაპზე კარგად იმუშავა, ჩვენ კი აქ მოსახვედრად ძალები არ დაგვიზოგია. გვიხარია, რომ ფინალში ვთამაშობთ, მაგრამ მეტი გვინდა. მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერები ვართ, გამარჯვების იმედი გვაქვს,'' - განაცხადა ტუხელმა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ლონდონის ,,ჩელსი'' და ,,მანჩესტერ სიტი'' დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები