Belive

გვარდიოლა: ,,შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი სეზონი გვქონდა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ლონდონის ,,ჩელსისთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. სპეციალისტმა შეხვედრის შემდეგ, მეტოქეს ჩემპიონობა მიულოცა:
,,ვეცადე, მოსაგებად ოპტიმალური შემადგენლობა დამეყენებინა. პირველ ტაიმში დაცვის გარღვევა ვერ შევძელით, მეორე ნახევარში კი ეს ბევრად გამოსწორდა. ,,ჩელსის'' დაცვითი ხაზის წინააღმდეგ ეს მარტივი არ ყოფილა. გრძელი გადაცემები კარგად არ გამოგვდიოდა, მსგავსი მომენტები კი მეტ შთაგონებას მოითხოვს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საოცარი სეზონი გვქონდა. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით. კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ. ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისთვის კარგად ვითამაშეთ. გამბედაობა გამოვიჩინეთ, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. მინდა, ,,ჩელსის'' მივულოცო შესანიშნავი სეზონი და თამაში, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ აჩვენეს,'' - გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ,,ჩელსისა” და ,,მანჩესტერ სიტის” შორის ლონდონური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ,,არისტოკრატებმა” ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს – აქამდე ტურნირი ,,ჩელსის” ტრიუმფით 2011-12 წლების სეზონში დასრულდა.

სხვა სტატიები