Belive

ტუხელი: ,,ამ მოგებით საკუთარ თავს ახალი თამასა დავუწესეთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:
,,პირველივე ტაიმში ტრავმის გამო ტიაგო სილვა დავკარგეთ და იძულებულნი გავხდით, ის კრისტენსენით შეგვეცვალა. მსგავსი გადაადგილებები ამოცანას ყოველთვის ართულებს, მაგრამ თავი ყველაფერს შესანიშნავად გავართვით. ,,სიტიმ'' შემტევი შემადგენლობა დააყენა, მათთვის ბურთის წართმევა ძალიან რთული იყო. მნიშვნელოვანია, რომ ასპილიკუეტა და რუდიგერი მუდმივად იწეოდნენ წინ და ნახევარმცველებს ეხმარებოდნენ. მოსაგებად ისე უნდა გვეთამაშა, როგორც გუნდს, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, ჩვენ კი ეს გავაკეთეთ. თითოეული წარმატება თავდაჯერებულობას გვძენდა და ამ ურთულეს მატჩში სწორედ ეს დაგვეხმარა. მოგებით საკუთარ თავს ახალი თამასა დავუწესეთ და ახლა, როდესაც ზეიმი დასრულდება, ეს გამოცდილება გუნდის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს და ასეთი გამარჯვების შემდეგ, მნიშვნელოვანია, მომავალ მოგებამდე კონცენტრაცია შევინარჩუნოთ,'' - ტუხელის სიტყვებს ,,ჩელსის'' ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ,,ჩელსისა” და ,,მანჩესტერ სიტის” შორის ლონდონური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ,,არისტოკრატებმა” ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს – აქამდე ტურნირი ,,ჩელსის” ტრიუმფით 2011-12 წლების სეზონში დასრულდა.

სხვა სტატიები