Belive

ბენზემა ნაკრებში დაბრუნებაზე: ,,რწმენა არასდროს დამიკარგავს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,რეალ მადრიდის'' თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ისაუბრა:
,,არ დავნებდი და რწმენა არ დამიკარგავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა აქ არ ვიქნებოდი. სიტუაციით იმედგაცრუებული ვიყავი და ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა. ჩემს კარიერაში ბევრი დაბრკოლება იყო, ნაკრებში დაბრუნების იმედით ბევრი ბრძოლა მომიწია. სინანულის განცდა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის საქმეა, რასაც მოედანზე ვასრულებ. ბოლომდე კონცენტრირებული ვარ იმაზე თუ რისი გაკეთება შემიძლია გუნდისთვის,'' - განაცხადა ბენზემამ.
6-წლიანი პაუზის შემდეგ, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, თავდამსხმელი ,,მამლებთან'' ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

სხვა სტატიები