Belive

"მზად პრემიერ ლიგისთვის" - ლიდსი კვარაცხელიას სანაცვლოდ 23 მილიონს იხდის

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისური პორტალი hitc ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე პრემეირლიგის კლუბი რუსულ ყაზანის „რუბინს“ და ფეხბურთელის აგენტს შეუთანხმდა.
„ცნობილია, რომ „ლიდსი იუნაიტედის“ მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას გადაყვანაა, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ „მზად არის პრემიერ ლიგაში სათამაშოდ“ და სავარაუდოდ დატოვებს რუსულ ყაზანის „რუბინს“ – განუცხადა ფორვარდის აგენტმა სააგენტო „ფუტბოლს“. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლუბები რიგში ჩადგნენ საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის გადასაბირებლად. ყაზანის „რუბინს“ არ ჰქონდა სურვილი, კვარაცხელიას გზაზე გადადგომოდა, რადგან ის მიუახლოვდა დიდ გზას, სადაც შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს“, – წერს გამოცემა.
ინგლისური პორტალი hitc ამის დასამტკიცელბდ გასულ კვირას, ყაზანელთა სპორტული დირექტორის, ოლეგ იაროვინსკის ნათქვამს იშველიებს, რომელმაც აღიარა, რომ მიუნხენის „ბაიერნისთვის“ სასურველ ფეხბურთელს გაუშვებს „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს „რუბინს“ ზიანს მიაყენებს“.
„გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიას გადაბირებასთან დაკავშირებით „ლიდსი“ იმ პილოტს ჰგავს, რომელსაც მანქანის გაზის პედალზე ფეხი აქვს მიჭერილი იმის მიუხედავად, რომ ჯერ სტარტის სიგნალი არ ყოფილა. „ლიდსის“ სპორტულმა დირექტორმა ვიქტორ ორტამ ყაზანურ გუნდთან მოლაპარაკება გამართა და კვარაცხელია თათრეთის რესპუბლიკას დასავლეთ იორკშირის მთებზე გადაცვლის“, – ამტკიცებს ინგლისური პორტალი.
„დინამო თბილისის“ აღზრდილმა ახალგაზრდამ ახლახანს ხელი მოაწერა სააგენტოს Base Soccer-თან და მისი წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ბევრისგან განხილულ ტრანსფერს განახორციელებენ.
„ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის პრემიერლიგისთვის მზადაა. მას პრემიერლიგაში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მე ვიცი, რომ „რუბინი“ მზად იქნება გაუშვას მოთამაშე, თუ სერიოზულ შეთავაზებას მიიღებს“, – განაცხადა შანდორ ვარგამ, რომლის სააგენტოსთანაც ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტი გააფორმა.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები